Posts

რეფლექსია

21- ე საუკუნის მასწავლებლის მზაობა, მრავალმხრივი უნდა იყოს. ვფიქრობ საჭიროა (აუცილებელიც) თანამედროვე ტექნოლოგიების სრულყოფილად შესწავლა, რათა საგაკვეთილო პროცესი უფრო საინტერესო,ბევრის მომცემო იყოს. სწორედ ამას ემსახურებოდა ტრენინგი.  თითოეული გაკვეთილი იყო ბევრის მომცემი და საინტერესო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პროექტზე მუშაობა. ქალბატონმა ხათუნამ შეძლო თითქმის ყველას ზედმიწევნით შეგვასწავლა,  ყველა ის თავისებურება, ნიუანსი, მუშაობის ამ ფორმასთან რომ არის დაკავშირებული. აღსანიშნავია ისიც, რომ ტრენერი ძალიან კარგად ერკვეოდა და იძლეოდა მეთოდურ რჩევებს. 

მეცხრე დღე

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ცხრა დღე თითოეული ჩვენგანისათვის ბევრის მომცემი იყო. დიდი მადლობა ამ პროექტის ავტორებს და რაც მთავარია, ქალბატონ ხათუნას.  მეცხრე დღეს მოვახდინეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაცია, რაც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვაი გახლდათ.  ასევე საინტერესო და შეიძლება ითქვას, სახალისოც იყო   ჩვენს ბლოგებზე ფონის შეცვლა, გაფორმება, ვიზუალურ მხარეზე ყურადღების გამახვილება.

მერვე დღე

გავიხსენეთ წინა დღე,კიდევ ერთხელ ვისუბრეთ აქტივობებზე, ასევე ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლაზე.სახელმძღვანელოში მეექვსე მოდული აქტივობა 1 განვიხილეთ სააზროვნო უნარები. ვიმსჯელეთ თემის გარშემო. დავასრულეთ გეგმის შაბლონზე მუშაობა. შევავსეთ ყველა პუნქტი.გავეცანით სხვადასხვა საინტერესო საიტები. ვისაუბრეთ ტექნოლოგიების გამოყენებით ეფექტურ სწავლებაზე.დავაკომენტარეთ კოლეგების ბლოგები

მეშვიდე დღე

 ტრენინგი საინტერესო იყო, რამდენადაც განვიხილეთ მოსწავლესათვის მირთებულების ინსტრუქციის მიმცემი კითხვების აუცილებლობა. ჩვენი თემიდან გამომდინარე შევავსეთ შეფასების მოკლე მონახაზების გრაფა. კიდევ ერთხელ გავიმეორეთ ყველა საკვანძო საკითხი და დავხვეწეთ მუშაობის ფორმები.

მეექვსე დღე

   საინტერესოდწარიმართატრენინგისმეექვსედღე, რადგანშევქმენითმოსწავლისსავარაუდონაშრომი, რომელიცგადავიტანეთღრუბლებში, ვისაუბრეთროგორუნდადავწეროთსასწავლოპროცედურები.   დავათვალიერეთმზაპროექტებშისასწავლოპროცედურები, რომელმაცთვალნათელიგახადაპროექტზემუშაობისდროსგასათვალისწინებელინიუანსები.  მივიღეთდავალებადგავწეროთჩვენი

მეხუთე დღე

გავიხსენეთ წინა დღე,  ვისაუბრეთ მოსწავლეების შსაძლებლობებზე, დავათვალიერეთ სხვადასხვა შეფასების ფორმები, განვიხილეთ ჩეკლისტები და  რუბრიკები,  მოვიძიეტ  და მოვახდინეთ ადაპტირება სხვადასხვა შეფასების ფორმების .ავტვირთეთ დრაივში, შევქმენით პრეზენტაციის შეფასების ჩეკლისტი ჩვენი პროექტისათვის, ვისაუბრეთ რა არის მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, განვიხილეთ რამოდენიმე მაგალითი მოვიძიეთ და დავათვალიერეთ სხვადასხვა მაგალითები და მივიღეთ საშინაო დავალება

პირველი დღე

ინტელის ტრენინგის პირველი დღე საინტერესოდ წარიმართა, ტრენერის ქ-ნ ხათუნას გაცნობის შემდეგ დავსახეთ სამუშაო განრიგი, განვიხილეთ  ინტელის ტრენინგის  მიზნები, გავეცანით ინტელის სახელმძღვანელოს და ვისწავლეთ ინტერნეტ სახელმძღვანელოში ორიენტირება. გავეცანით 21- ე საუკუნის უნარჩვევების დოკუმენტს და პროექტის გეგმის შაბლონს. მივიღეთ საშინაო დავალება  წაგვეკითხა და გაგვეანალიზებინა  მზა პროექტებს და რესურსებს